პაატა იმნაძე: გრიპის ვირუსის კუთხით, წყნარ სეზონს ველოდებით

სახელმწიფომ უფრო სწრაფად მოახერხა გრიპის ვაქცინის მობილიზება, ვიდრე კერძო სექტორმა, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძემ განაცხადა.

“კომერციულ სექტორებზე სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამოჩნდა, სახელმწიფომ უფრო სწრაფად მოახერხა ვაქცინის მობილიზება, ვიდრე კერძო სექტორმა. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ დღეისთვის სამოცი ათასამდე ადამიანი უკვე აცრილია, მაღალი რისკის ჯგუფები, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ჩვენი ინფორმაციით, მომავალ კვირაში უკვე კომერციულ სექტორსაც ექნება ვაქცინები. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გამოცხადდება უფასო ვაქცინის დღე, რადგან ყველა რისკის ჯგუფი უნდა მოვიცვათ და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ამ ვაქცინებზე“, – განმარტა იმნაძემ.

მისი თქმით, გრიპის სეზონი ძალაში ჯერჯერობით არ შესულა.

“ბოლო ინფორმაცია ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ, არის გაციების ოთხი სხვადასხვა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი საქართველოში არ გამოჩენილა. არა მარტო საქართველოში, ევროპის ქვეყნებშიც არ გამოჩენილა. ასე ვთქვათ, გრიპის სეზონი ჯერჯერობით არ შესულა ძალაში.

ამჟამად გრიპი არ არის, ეს არის გაციების გამომწვევი ვირუსები, რინოვირუსები, მეტაპნევმო ვირუსები, რესპირატორული ვირუსები. გაცილებით ნაკლებია ავადობა დღეისათვის, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. ასე რომ, წყნარ სეზონს ველოდებით“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები