გერმანიის ელჩი: იმედია, პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ და წინ გადადგამენ ნაბიჯებს

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ყველა პოლიტიკური მოთამაშე თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს.

მისივე თქმით, პოლიტიკურ დაძაბულობაზე, რეაგირება პოლიტიკოსებმა უნდა მოახდინონ.

„პარლამენტის გარშემო ვითარება დღეს ნორმალურია, თუმცა რჩება პოლიტიკური დაძაბულობა, რაზეც პოლიტიკოსებმა რეაგირება უნდა მოხდინონ.

ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრ პოლიტიკოსთან, შევხვდით მათ და ვიმედოვნებ, რომ ყველა აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში. იმედია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის და წინ გადადგამენ ნაბიჯებს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები