საქართველოში ფრენების შეჩერების ფონზე, რუსული ავიაკომპანიები მილიარდობით ზარალზე საუბრობენ

რუსულმა ავიაკომპანიებმა ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების ფონზე, ფინანსური დანაკარგების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

„ვედომოსტი“ ავიაკომპანიების ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზარალი 3,2 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზარალი განიცადა „ურალის ავიახაზებმა“, „აეროფლოტმა“ და S7.

„აეროფლოტის“ ჯგუფში შემავალმა ლოუკოსტერმა „პობედამ“ 400 მილიონი რუბლი დაკარგა, Red Wings-მა 120 მილიონამდე, Smartavia-მ თითქმის 100 მილიონი რუბლი.

„ვედომოსტის“ ინფორმაციით, ივლისში ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების ნაცვლად გაჩერებული იყვნენ, მხოლოდ აგვისტოში მოხერხდა სხვა მიმართულების განსაზღვრა, თუმცა ფასების დაწევა გახდა საჭირო.

რუსეთ-საქართველოს შორის უკანასკნელად ავიარეისები 7 ივლისს შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები