საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით  საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა.

განცახდებაში, რომელიც “კვირას”  შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოაწოდა წერია, რომ  სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე ხანძარი ლიკვიდირებულია “აჭარა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში, სადაც 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

განცახდებაში წერია, რომ დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა:

სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭა, ონის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხიდეშლების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

სამეგრელო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება.

ადგილებზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გსანცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი