„სირცხვილიას“ წევრები პარლამენტიდან სასამართლოსკენ დაიძრნენ, სადაც 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს 

0

„სირცხვილიას“ წევრები პარლამენტიდან სასამართლოსთან მივლენ, სადაც 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლები დასრულდა. მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ისინი ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აპირებენ გადასვლას, რათა გუშინ დაკავებულ აქციის მონაწილეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიციამ აქციის 37 მონაწილე დააკავა, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია. მათი ნაწილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი