მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, ჩვენ არავისთან დავმსხდარვართ მაგიდასთან, არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია

0

“ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია, ამიტომ გადაგდებაზე საუბარი არაეთიკური და არასწორია. ჩვენ გვქონდა შეთავაზება მოქალაქეების მიმართ, მაგრამ შემდეგ განვითარდა საპარლამენტო პროცესი, რომელმაც სხვა სახე მიიღო, მე მაქვს ჩემი მიზეზი რატომ არ დავუჭირე მხარი, მე არაერთხელ განვაცხადე ამ მიზეზების შესახებ”, – განაცხადა ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკაში”.

ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ ემხრობა დღეს გაცხადებულ იდეას სრულად მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარების შესახებ.

„წარმოჩენა იმის, რომ რომელიმე სისტემა არის უფრო დემოკრატიული და რომელიმე სისტემა არის უვარგისი და არ შეესაბამება განვითარებას, არასწორია. სულ სამი სისტემა არსებობს, შერეული, მაჟორიტარული და პროპორციული, ეს სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ პირდაპირ მაჟორიტარულის სისტემა არის უფრო მეტად წარმოდგენილი და ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიც აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთია, ამ ქვეყნებში მაჟორიტარული სისტემით ხდება არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან ასე წარმოჩენა თემის, რომ ეს არის ჩამორჩენილობა არასწორი შეფასებებია”, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი