“მინდა, ვთხოვო ოპოზიციასაც და პოზიციასაც, მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა”

0

“მინდა, ვთხოვო ჩვენს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესზე ცუდ გავლენას ახდენს.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ჩართული საქართველოს ბიზნესში. 24 საათი ვმუშაობთ, რათა უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ქვეყანაში და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა.

ამავდროულად, მინდა, ცალსახად ავღნიშნო, ბოლომდე მწამს და მჯერა, რომ წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი, რადგან ძლიერი ბიზნესი უდრის ძლიერ ეკონომიკას, რათა ქვეყანა წინ წავიდეს, მოსახლეობა იყოს უფრო კარგად და მეტი შემოსავალი ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენ ოჯახს. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს აღქმებზე და მინდა, ვთხოვო ჩვენს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ჩვენ ბიზნესმენები ვართ და პოლიტიკურ თემებში არ ვერევით, მინდა, ყველას ძალიან ვთხოვო, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა“, – განმარტა ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი