ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

0

ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გონჩა ილმაზ ბათური ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.

როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომიტეტის ფარგლებში როგორც მხარეთა შორის დღის წესრიგით არსებული საკითხები, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანმა პირებმა ხელი მოაწერეს, რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმს, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირთა შეთანხმების თანახმად, ერთობლივი საბაჟო კომიტეტის სამუშაო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ.

კომენტარები

კომენტარი