ვახტანგ ჭარაია: მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა აიღონ პასუხისმგებლობა და მოერიდონ დაძაბულობის ესკალაციას
“მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ლარს აუცილებლად დაარტყამს, მთავარი კი -ნეგატიური მოლოდინი იქნება”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.
“მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ლარს აუცილებლად დაარტყამს, მთავარი კი -ნეგატიური მოლოდინი იქნება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა აიღონ შესაბამისი პასუხისმგებლობა და მოერიდონ დაძაბულობის ესკალაციას; მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ კურსის სტაბილურობისათვის,, რისი შესაძლებლობაც არსებობს; დღის განმავლობაში ცალკეულმა ჯიხურებმა ან ბანკებმა შესაძლოა კურსი “ათამაშონ” და კარგი იქნება თუ მოსახლეობა ამ “თამაშს” არ აჰყვება, რადგანაც ისევ საკუთარ თავს დააზარალებენ მაღალი ალბათობით”, – წერს ვახტანგ ჭარაია.