გია ვოლსკი: მგონია, რომ 2024 წელი პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის შესაფერისი დროა

0

მგონია, რომ 2024 წელი პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის შესაფერისი დროა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

“მე ჩემს პოზიციაზე ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ მაინც მგონია 2024 წელი არის შესაფერისი დრო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის და 2020-ისთვის ეს ძალიან რთული ამოცანაა. მაინც, მგონია რომ ყველაფერი გააკეთა ოპოზიციამ 2020-თვის პროპორციული არჩევნების საკითხზე უამრავი შეკითხვა ძახილის ნიშნით დაესვა. მე ვფიქრობ, მაჟორიტარებს და არა მხოლოდ მათ სრული უფლება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს ინიციატივას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, რათა ქვეყანა 2020 წლისათვის მაჟორიტარულ არჩევით სისტემაზე სრულად გადავიდეს.

კომენტარები

კომენტარი