30 ნოემბრიდან TANAP-ი სრული დატვირთვით ამუშავდება – გაივლის თუ არა თურქმენული გაზი კავკასიაზე

0

30 ნოემბერს TANAP-ის, ტრანს-ანატოლიური მისლადენის საზეომო გახსნის ცერემონია გაიმართება. როგორც თურქული მედია წერს, ცერემონიას რომელიც თურქეთში ედირნეს პროვინციაში, იფსალას რაიონში გაიმართება, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები დაეწრებიან.

„TANAP-ი ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. მისი გახსნა 30 ნოემბერს იგეგმება და ცერემონიას თურქეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ილჰამ ალიევი დაესწრებიან“ – განუცხადა თურქულ მედიას თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა.

როგორც ცნობილია,TANAP-ის პირველი ეტაპის ამუშავება 2018 წლის ივნისში დაიწყო. ამ ეტაპზე მისი მეშვეობით დაახლოებით 6 მლრდ კუბური ბუნებრივი აირი თურქეთს მიეწოდება, დანარჩენი ევროპას.

მილსადენის საწყისი გამტარუნარიანობა, რომელიც გაზის სამხრეთის დერეფნის მთავარი სეგმენტია, წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. TANAP-ის ერთგვარი გაგრძელება TAP, რომლის ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ,რომელიც 2020 წლისათვის იგეგმება აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროკავშირის ქვეყნებსაც მიეწოდება.

სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე არსებობს პერსპექტივა, რომ TANAP-ის და TAP-ის ( ტრანს-ადრიატიკისმილსადენი) მილსადენებში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაზის მარაგების მქონე ქვეყნის თურქმენეთის ( მეოთხე ადგილი მსოფლიოში) გაზმაც გაიაროს.
როგორც აზერბაიჯანულ TREND.AZ-ს პოლიტიკური კვლევების ცენტრისა და საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელმა ფრანცის პერენმა განუცხადა, ტრანსკასპიური გაზსადენი საკვანძო მარშრუტია თურქმენული ბუნებრივი გაზის ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად.

„თურქმენეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა გაზის დადგენილი მარაგების მოცულობით რუსეთის, ირანისა და კატარის შემდეგ. ამ ეტაპზე ეს წვეყანა წიაღისეულით ჩინეთს ამარაგებს,თუმცა ეს ქვეყანა საექსპორტო ბაზრის გაფართოებით და დივერსიფიცირებით არის დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, აშხაბადი აუცილებლად დაინტერესდება და უკვე ინტერესდება ევროკავშირის ბარით.ამ მიზნის მიღწევა კი ტრანსკასპიური გაზსადენით შეიძლება, რომლის მეშვეობითაც თურქმენული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის, ან აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით მოხდება“- განაცხადა პერენმა.

ანალიტიკოსის აზრით, ამ პროექტის რეალიზაციისათვის აუცილებელია თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა შედგეს.

სპეციალისტების გათვლებით, პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში თურქმენეთი მზადაა ევროკავშირის წელიწადში 40 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს.

კომენტარები

კომენტარი