საქსტატი: ექსპორტი ევროკავშირში 14.2 %-ით, დსთ-ში კი, 22 %-ით გაიზარდა

0

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 685.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6 პროცენტს შეადგენს.

იმპორტის მოცულობამ 1 889.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (9.0 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 574.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება.
რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.0 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 610.6 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 22.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 927.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (12.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 537.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.4 პროცენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი