საქსტატი – უმუშევრობა 1.1%-ით შემცირდა და 11.1 % შეადგინა

0

2019 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით,2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით.
0.6 %-ით შემცირდა დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში და 50.6 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი