საქსტატი: საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე ადგილზე რუსეთია

0

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 469.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 184.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (871.8 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 4 295.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 1 889.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი