ანკარაში, პირველად 2005 წლის შემდეგ, საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დროსაც 14 წლიანი პაუზის შემდეგ შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა გადაწყდა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე თურქეთის ვაჭრობის მინისტრ რუსარ ფექჩანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ნათია თურნავას მოხსენება. ის, როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, ხელს მოაწერს კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი – შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენა რამდენიმე კვირის წინ, კერძოდ 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი