მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის.

სოფლის რწმუნებულის, გოგი ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სამ ლოკაციაზეა და ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

“ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა  ახლოს მისვლას ვერ ახერხებს. სოფელში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. სავარაუდოდ, ცეცხლი ტყის საფარს უკიდია”,- აცხადებს რწმუნებული.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო ბრიგადები ადგილზე უკვე გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები