პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა – დაკავებულია რამდენიმე პირი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა.

დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და ალეკო ელისაშვილს შორისაც, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი დაკავებაც სცადეს, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დაკავებები და დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან გზის კვლავ გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ამასთან, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები