27 წლის წინ, საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ზუსტად 27 წლის წინ, 1992 წლის 18 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. საქართველოს საელჩო ბაქოში 1995 წელს გაიხსნა,.თითქმის ერთი წლის დაგვიანებით, 1996 წლის თებერვალში თბილისში აზერბაიჯანის საელჩომ დაიწყო ფუნქციონირება.

2013 წელს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა, რომელსაც ნიკოლოზ იაშვილი ხელმძღვანელობს. აზერბაიჯანის საკონსულო საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში 2010 წლიდან ფუნქციონირებს, რომელსაც პიავრიზ ისმაილზადე ხელმძღვანელობს. აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვია, რომელიც ამ უფლება მოვალეობას 2017 წლის იანვრიდან ასრულებს.

2018 წლის აგვისტოში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად ზურაბ პატარიძე დაინიშნა.1992 წლიდან დღემდე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 100 -ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები