წვიმა და მოღრუბლულობა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +15, +20, აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

21 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები