ოქტომბრში დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,2019 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 890,9 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,3 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,5 ათასი ტონით ანუ 1,0%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 434,6 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 23,8 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით).

რაც შეეხება ქვეყნებს საიდანაც საწვავი შემოდის,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 274,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 243,3 ათასი ტონა (27,3%), აზერბაიჯანი – 124,2 ათასი ტონა (13,9%), თურქმენეთი – 103,7 ათასი ტონა (11,6%); ბულგარეთი – 77,9 ათასი ტონა (8,7%), საბერძნეთი – 49,6 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი – 16,0 ათასი ტონა (1,8%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები