ამბროლაურსა და ონში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია და დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ასევე, ხანძარია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების ტყეში. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები