აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები მიაქვთ

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.

 “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ქვიშა მათ კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ურთიერთდაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშის ტომრებითაა დატვირთული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები