ლევან ნიკოლეიშვილი: სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაციის მოწყობას

“სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას“, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუკი არის რაიმე რესურსი იმისა, რომ შედგეს ერთგვარი მოლაპარაკება, ეს რესურსი უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთან, ნიკოლეიშვილმა განაცხადა, სერიოზულად უნდა შევხედოთ იმასაც, რომ თუკი არსებული კონსტიტუცია არ იძლევა საშუალებას, რომ შეიცვალოს ის, რასაც ითხოვს ოპოზიციური სპექტრი, ყველამ უნდა ავწონ-დავწონოთ სიტუაცია და მთავარი ბრძოლის ველი გადავიტანოთ არჩევნების დროს და მოსახლეობას მივცეთ არჩევანის საშუალება.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ თუკი ესენი ცდილობენ ისევ და ისევ არაკანონიერი გზებით მიაღწიონ ამას, ამაზე ძალიან ცუდი რეაგირება ექნება საზოგადოებას და არა მარტო საზოგადოების დიდ ნაწილს, ხელისუფლებაც უნდა იყოს სათანადო დონეზე ასეთი წინააღმდეგობის გასაწევად.

2020 წლის არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება გამოხატოს თავიანთი ძალა და იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერას მიიღებენ წარმოდგენილი იყოს საკანონმდებლო ორგანოში. თუკი ეს მოხდება ცოტა უფრო ადრე, რა აძლევს ამათ საფუძველს, რომ ეხლა უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ, ვიდრე შემდგომში“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები