გიგი უგულავა აქციის მონაწილეს – პოლიციას მიეცი მითითება, გაიწიოს

პოლიციას მიეცი მითითება გაიწიოს, – ამ სიტყვებით აქციის მონაწილეს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მიმართა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პოლიციამ გააჩერა სატვირთო მანქანა, რომლითაც აქციის მონაწილეებს ქვიშა შეჰქონდათ. მათი თქმით, ქვიშა კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.

ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, გიგი უგულავა პოლიციას დაუპირისპირდნენ. რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საშუალება მისცეს,  თითო-თითო ტომარა გამოეტანათ და  კარვებამდე მიეტანათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები