გიგი უგულავა: აბსოლუტურად ყველა ინფორმირებული და თანახმა იყო პიკეტირებაზე, ახლა ვიღაცამ აზრი თუ შეიცვალა, ეს მისი პრობლემაა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პიკეტირების სტრატეგიაზე გუშინ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მან ტვ “პირველთან” ჩართვაში განაცხადა.

“აბსოლუტურად ყველა ინფორმირებული და თანახმა იყო ვინც იქ იყო, ახლა ვიღაცამ აზრი თუ შეიცვალა, ეს მისი პრობლემაა. ჩვენთვის ეს ჩამოყალიბებული ერთობა მნიშნელოვანია, თუ ვიღაცას რაღაც კომპლექსები აწუხებს, ეს მისი პრობლემაა, შეუძლია პირადად მე შემახოცოს ხელი. აგერ მე თვითონ დავადე ბოქლომი კარიბჭეს და თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს შეუძლია, მოვიდეს…”, – განაცხადა უგულავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუშლის თუ არა პიკეტირება ხელს ოპოზიციის დიალოგს ხელისუფლებასთან პროპორციული არჩევნების საკითხზე, უგულავამ უპასუხა, რომ ისინი “მატყუარა და გადამგდებ ივანიშვილთან” დიალოგს არ აპირებენ და დაელოდებიან ხელისუფლების ნაბიჯებს მათი მოთხოვნების შესრულების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები