მერაბ ქვარაია: თქვენ ერთხელ უკვე ამოაყირავეთ ეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არავინ მოგცემთ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, გავაკეთებ ყოველთვის იმას, რაც თქვენს დანაშაულებრივ ორგანიზაციას – „ნაცებს“ ყველა განშტოებაში დააზარალებს.

„თქვენ ერთხელ უკვე ამოაყირავეთ ეს ქვეყანა და მისი შედეგები მწარედ გვახსოვს დღესაც. მეორედ ამის უფლებას არავინ მოგცემთ. ჩვენ ამ ქვეყანას კიდევ უფრო განვავითარებთ და სწორი გზით წავიყვანთ. ასევე, გავაკეთებ ყოველთვის იმას,რაც თქვენს დანაშაულებრივ ორგანიზაციას- ნაცებს ყველა განშტოებაში დააზარალებს. და ეს იქნება მანამ,სანამ საბოლოოდ არ დაანებებთ თქვენი მავნებლური ქმედებებით თავს ამ ქვეყანას“, – წერს მერაბ ქვარაია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები