მოძრაობა “შეცვალეს” წევრები: ყველგან მივალთ, სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ მათი გემი ჩაიძირა

“ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წევრები კედელზე აკეთებენ წარწერებს – “შეცვალე,” რის გამოც სამართალდამცველებისგან მიიღეს გაფრთხილება.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეფასებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ აქვს.

“ჩვენ დავრჩებით ამ ტერიტორიაზე, ვინაიდან შევაწუხოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა “ქართული ოცნების” წევრებს. ბლოკირებას არ ვაპირებთ, მოვედით მშვიდობიანად ჩვენი მოთხოვნების დასაფიქსირებლად. ყველგან მივალთ, სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ მათი გემი ჩაიძირა,” – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის შემდეგ “შეცვალეს” მონაწილეები აპირებენ ისევ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან გადაინაცვლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები