აკაკი მინაშვილი: ხვალიდან შესაძლებელია სხვა სახელმწფო უწყებების პიკეტირება მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში მოხდება პარლამენტის მსგავსად, სხვა სახელმწფო უწყებების პიკეტირება.
მისი თქმით, დღეს რაც ხდება არის სამოქალაქო აქტივიზმი, წინააღმდეგობის კამპანია.
„ხედავთ, რომ არის პიკეტირება ამ შემთვევაში პარლამენტის შენობის, პარლამენტის შენობაში ვერავინ ვერ შევა. რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას არაფერს არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება იყოს, ივანიშვილის რეზიდენციის პიკეტირებაც იყოს, სხვა სახელმწიფო უწყებების პიკეტირება იყოს. ამ ადამიანებს აღარ აქვთ ლეგიტიმური უფლება იყვნენ ქვეყნის სათავეში. ამიტომ ყველა ლეგიტიმური საშუალებას გამოიყენებს სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, პოლიტიკური პარტიები გამოიყენებენ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება დასრულდეს“,-განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები