აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მივიდა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ახალგაზრდების ნაწილი შეიკრიბა, რომლებმაც დატოვეს წარწერა „შეცვალე“.
შენობასთან სამართალდამცველები იმყოფებიან. შეკრებილებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, რადგან სამართალდაცველებმა ახალგაზრდებს უთხრეს, რომ კერძო საკუთრებაა და წარწერების გაკეთება დაუშვებელია.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, „ბიძინა ივანიშვილს არანაირი ლეგიტამაცია არ აქვს, როდესაც ახალგაზრდებს ამდენ პოლიციელს ახვედრებ შენ არ ხარ ლეგიტიმური“.
„ქართულ ოცნებასთან“ შეკრებილი ახალგაზედები ისევ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები