არჩილ კაიკაციშვილი პარლამენტის პიკეტირებაზე: მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციების ნორმალური ფუნქციონირება

მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციების ნორმალური ფუნქციონირება, კანონის უზენაესობის დაცვა, მათი წესრიგის უზრუნველყოფა.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირასთან“ საუბარში პარლამენტთან მიმდინარე აქციის წევრების მიერ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ჩაკეტვის კანონიერებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, უნდა ჯდებოდეს სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, დამხობა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. თითოეული გამონათქვამი უნდა იყოს სწორად კვალიფიციური და ჯდებოდეს კანონის მოთხოვნათა ფარგლებში, თუ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდება ამ შინაარსის მიხედვით განვითარდა, სახელმწიფო ვალდებულია ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას.
არის თუ არა პიკეტირება გამოხატვის თავისუფლების ერთგვარი ფორმა, შეიძლება ამ საკითხზე სადაო არგუმენტებიც იყოს წარმოდგენილი, რომ პიკეტირება არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედ ფორმას. მაგრამ იმავდროულად შესაძლებელია ასეთი ქმედება აღქმული იქნეს გამოხატვის თავისუფლების ფორმას.
მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციების ნორმალური ფუნქციონირება, კანონის უზენაესობის დაცვა, მათი წესრიგის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანი პიკეტირების პროცესშიც სწორად იქნას შეფასებული სად გადის ზღვარი თავისუფლების გამოხატვასა და და მართლწესრიგის დარღვევას შორის.
ამ თვალსაზრისით პიკეტირების ფორმა შეიძლება მიჩნეულ იქნას მართლწესრიგის დარღვევად მაშინ, როდესაც მას უკვე კანონის მიღმა მოქმედებები ახასიათებს, ამით ადმინისტრაციული ორგანო ხანგრძლივად ფერხდება თავისი უფლებამოსილებას შესრულებას, ამ ნაწილშიც ჩვენ გვმართებს ფრთხილი შეფასებები“,-აღნიშნა კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები