ვაჟა სირაძე: პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც გადაინაცვლებენ აქციის მონაწილეები

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი, კერძოდ, მოძრაობა “შეცვალეს” წევრები და მხარდამჭერები პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ გაემართნენ.

„ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ.

“არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. პრევენციის, უსაფრთხოების მიზნით პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც გადაინაცვლებენ აქციის მონაწილეები. უსაფრთხოების მიზნით. თქვენ ნახეთ, რომ პოლიციის მხრიდან რაიმე ძალადობა არ ყოფილა. მშვიდად დგას ყველა ლოკაციაზე და იცავს მართლწესრიგს“, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისთან ვაჟა სირაძემ და აღნიშნა, რომ თუ ვინმე კანონს დაარღვევს, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები