გიორგი მარგველაშვილი: ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველმა თავისუფლებაზე უარი თქვას და ამ გაწნულ სილას თავი დაუხაროს

​ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველმა თავისუფლებაზე უარი თქვას და ამ გაწნულ სილას თავი დაუხაროს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“ის შეურაცხყოფა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნა მიყენებული, არის შეურაცხყოფა და მის უკან დგას ჩვენი საარჩევნო უფლების შელახვა და დაკარგვა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ასე მარტივად იქნას გატარებული. გავატარებთ ამას, მერე 29 პროცენტს თუ მიიღებს რომელიმე პარტია, რომელიც მოუნდება ხელისუფლებას და 69 ან 79 პროცენტს დაუთვლის, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ამ ჟესტით ჩვენთვის იქნა ნათქვამი, რომ თქვენ არავინ არ ხართ, ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ.
მე ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველმა თავისუფლებაზე თქვას უარი და თავი დაუხაროს ამ გაწნულ სილას,” – განმარტა მარგველაშვილმა.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები