პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოძრაობა „ლელოს“ მომხრეები შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოძრაობა „ლელოს“ მომხრეები შეუერთდნენ.
როგორც მოძრაობის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოძრაობა აქციაზე „იმ მოლოდინით მივდივართ, რომ გაიღვიძებს სრულიად საქართველო და ერთხელ და სამუდამოდ იტყვის, რომ ჩვენ არ გვინდა ჩრდილოეთი, ჩვენ გვინდა დასავლეთი და გვინდა თავისუფალი ადამიანების ქვეყანა. ჩვენ გავაპროტესტებთ და დავდგებით ძალიან მკაცრად, ქვეყანა უნდა გავწმინდოთ ტყუილებისაგან. დავიბრუნებთ პროპორციულ არჩევნებსაც, სამშობლოსაც, ემიგრაციასაც და აქ საუკეთესო ქვეყანას ავაშენებთ, ოღონდ ამ მატყუარების გარეშე. ბიძინა ივანიშვილის იმედი დიდი ხანია არ მაქვს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები