​”პატრიოტთა ალიანსი” რესპუბლიკის მოედანზე დღეს საპროტესტო აქციას გეგმავს

“პატრიოტთა ალიანსი” რესპუბლიკის მოედანზე დღეს საპროტესტო აქციას 17:00 საათზე გამართავს,- ამის შესახებ განცხადებას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩვენს აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს სოციალურად დაუცველებმა, მრავალშვილიანმა დედებმა, ვეტერანებმა, პენსიონერებმა, სტუდენტებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, რასაც უაღრესად ვაფასებ, მაგრამ აქციას ჰყავს მხოლოდ ერთი ორგანიზატორი – “პატრიოტთა ალიანსი“. მკაფიოდ ვამბობ, არავინ სხვა არაა არც ორგანიზატორი, არც დამგეგმავი და არც პასუხისმგებელი. 17 ნოემბერს, საღამოს 17:00 საათზე ჩვენ ვიდგებით რესპუბლიკის მოედანზე!” – განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნა არჩევნების პროპორციულად ჩატარებაა.
ცნობისთვის, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები