დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო “რედისონთან“ საპროტესტო აქციები გაიმართება

დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო “რედისონთან” საპროტესტო აქციები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.
პარლამენტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები