საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს,- ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები