ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

მოძრაობა “თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების“ აქციას გამართავს,- ამის შესახებ მოძრაობა “ფეისბუქის” გვერდზე წერს.
“თეთრი ხალათების” აქცია ვაჟა გაფრინდაშვილისთვის!
როდის? ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 სთ-ზე.
სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე).
რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.
დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები