ნათია ფანჯიკიძე: ოსების მხარეს ან წერა-კითხვის მცოდნე, ან ექიმი, ან ხმის ამოღება რომ შეუძლია ისეთი, არსებობს ვინმე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, თითოეული ოსი ქართველი ექიმის გათავისუფლებას უნდა ითხოვდეს.
“ოსების მხარეს ან წერა-კითხვის მცოდნე, ან ექიმი, ან ხმის ამოღება რომ შეუძლია ისეთი, არსებობს ვინმე? თუ ერთ დროს ცივილიზებული ხალხი ველურ ტომად აქციეს რუსებმა? ექიმი თუ არა, როდესღაც რომ ექიმობაზე ოცნებობდა, წამლად ერთი კაცი, ქალი მაინც არ გაგაჩნიათ მაქეთ, მავთულს იქით, თქვენს რიგებში? ყველა თქვენგანი ქართველი ექიმის გათავისუფლებას მანდვე უნდა ითხოვდეთ. ეს ექიმები თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ხალხია, ვისი იმედიც გაქვთ გასაჭირში. კანიბალებიც არ იქცევიან ასე”,- წერს ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები