ანდრია გვიდიანი: მიმაჩნია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით უნდა დაჯილდოვდეს

მიმაჩნია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უმაღლესი სახელმწიფო ორდენით უნდა დაჯილდოვდეს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი წერს და ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის გატაცებას ეხმაურება.
“ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი ექიმია. ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა მინდა გაასმაგებული პატივისცემა დავაფიქსირო მის მიმართ. უდაოდ დიდი კაცია და მთელი ერი უნდა ვაფასებდეთ ასეთ ხალხს.
მიმაჩნია, რომ უმაღლესი სახელმწიფო ორდენით უნდა დაჯილდოვდეს ბატონი ვაჟა.
ქედს ვიხრი მისი პატრიოტიზმის და ვაჟკაცობის წინაშე”,- წერს გვიდიანი.
შეგახსენებთ, რომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები