ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “ფორმულაში” არ ადასტურებენ – “ხელი არ მოუტეხავს”

“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორმა ხელი მოიტეხა, “კვირას” არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა არ დაუდასტურა. მისი თქმით, თორნიკე თვაურს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი.
​როგორც “კვირას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, “ფორმულას” ოპერატორს მხრის ზედაპირული ტრავმა აღენიშნებოდა და ის ამ დროისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებას განაგრძობს.
​შემთხვევა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე მოხდა, სადაც დღეს უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები