გია ვოლსკი: მიმოვიხილეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების ხელიდან დასახსნელად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის.
„ვისაუბრეთ ე.წ. გერმანულ მოდელზეც. ეს მოდელი იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს გვაქვს და განხილვა ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ამას ჩვენი კონსტიტუციონალისტები უფრო დეტალურად აგიხსნიან. უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის.
საუბარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზეც, რაზედაც გუშინ პრემიერ-მინისტრსა და ბიუროს შორის შეხვედრა გვქონდა, დეტალები გავარჩიეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამები და ამასთან დაკავშირებით იქნება კიდევ დამატებითი საუბარი. ასევე საუბარი იყო, ცხინვალში უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმზეც. ამ საკითხზე განცხადება იქნება და ამასთან დაკავშირებით მოკლე მიმოხილვა იყო, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რომ ეს ადამიანი ოკუპანტების ხელიდან დავიხსნათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
​ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები