საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება. აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტს უკვე წარედგინა, რომლის ინიცირებაც 18 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცნობისათვის, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ მუნიციპალიტეტის ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო, ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰა-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები