არჩილ თალაკვაძე: ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსი ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. მისი თქმით, ​ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, გაუგონარი ბოროტებაა.
“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან – ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.
​ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება. ეს მიუღებელია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ჩვენი ოსი ძმებისთვისაც – ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა”,-წერს არჩილ თალაკვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები