რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს, 17 ნოემბრის აქციის გამო, სიფრთხილისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო უწყება თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს 17 ნოემბერს, დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შესაბამის შეტყობინებას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
 „გატყობინებთ, რომ 17 ნოემბერს თბილისის ცენტრში, ოპოზიციური ძალების მხრიდან დაგეგმილია რამდენიმე ანტისამთავრობო აქცია და დემონსტრაცია. ქალაქში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები, სატრანსპორტო მოძრაობა იქნება შეზღუდული. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებენ.
სექცია მოუწოდებს საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ, ასევე მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები