გია ვოლსკი: ამერიკული დემოკრატიისთვის საპირისპირო აზრის მოსმენა არ არის ისეთი სკანდალური, როგორც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება

ამერიკაში 10 წელი ვცხოვრობდი და ვიცი, რომ ამერიკული დემოკრატიისთვის, საპირისპირო აზრის მოსმენა არ არის ისეთი სკანდალური, როგორც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კინზინგერის შეფასებას.

გია ვოლსკის თქმით, საგარეო კურსი, რუსეთის თემა, ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის.

“გასაგებია, კონგრესმენს გაცილებით მეტი წონა აქვს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს, ვიდრე მე, რადგან საქართველო შედარებით პატარაა, მაგრამ ჩემი ხალხის წინაშე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, მხარს ვინც გვიჭერს და ვინც არ გვიჭერს, საგარეო კურსი, რუსეთის თემა, ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ პრორუსულად მოხსენიებულმა პარტიებმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ პროპორციული არჩევნები სწორედაც რომ მისაღებია მათი მეტი წარმომადგენლობისათვის საკანონმდებლო ორგანოში.

ამერიკაში 10 წელი ვცხოვრობდი და ვიცი, რომ ამერიკული დემოკრატიისთვის, საპირისპირო აზრის მოსმენა არ არის ისეთი სკანდალური, როგორც ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ “პროპორციული სისტემის ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს საქართველოს პროგრესს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები