გია ვოლსკი: “ნაკერავზე გახევა” არ არის თბილისური სიტყვა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია

„ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე, განსხვავებით ყველასგან, რომლებიც ზოგჯერ ნაკერავზე გახეთქვით და ზოგჯერ რაღაც სისულელეებით იმუქრებოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში სტაბილურობაზე პასუხისმგებლობა აქვს.

“იყო ესეთ მოსაზრებები, თითქოს ხელისუფლება თავად თხოულობს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე, იცით თქვენ ამის თაობაზე. ჩვენთვის ეს არ არის მიზანი აბსოლუტურად, რადგან კიდევ ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა?!“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ხელისუფლებას არც ვადამდელი და არც პროპორციული არჩევნების არ ეშინია.

“არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ. რეალურად იმის შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას, ვერ გეტყვით რომ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე, განსხვავებით ყველასგან, რომლებიც ზოგჯერ ნაკერავზე გახეთქვით და ზოგჯერ რაღაც სისულელეებით იმუქრებოდნენ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის თბილისური სიტყვა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია, აბსოლუტურად არ არის.

ჩვენს ინტერესებში აბსოლუტურად არ არის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება, არც პროპორციული არჩევნების, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით, რისთვის ვმუშაობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, აქციაზე შეკრებილებს მიმართა, სადაც “ოცნებას”, მისივე თქმით “თბილისურად” დაემუქრა.

“ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

„საქართველოში პარლამენტარიზმი მოკლეს, მოგვტაცეს სახელმწიფო. ახლა თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე ყველანაირი სისტემით და მოვიგებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები