სერგეი გავრილოვი: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო

რუსეთის მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის სერგეი გავრილოვის განცხადებით, საქართველოში ივნისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ანტიმართლმადიდებელი და ანტირუსული მიზნით.

ამის შესახებ გავრილოვმა ჟურნალისტებს ათენში განუცხადა, სადაც 14-15 ნოემბერს მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეის კომისიის თავმჯდომარეების, მომხსენებლების და სამდივნოს სხდომა მიმდინარეობს.

გავრილოვის თქმით, ასამბლეის სამდივნომ საქართველოში მომხდარი ინციდენტი განიხილა.

„საქართველოსთან დაკავშირებით დაწვრილებითი ანგარიში მოვისმინეთ. ასამბლეამ ივნისში საკუთარი ვალდებულებები შეასრულა, საქართველომ უსაფრთხოების გარანტიები შემოგვთავაზა. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ პირველი დღის ორგანიზებისთვის ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის ფინანსები გამოყო. ცხადია, რომ რადიკალურმა ძალებმა ჩვენს ორგანიზაციას სახელმწიფო გადატრიალება მიაბეს, რომელიც რიგ ამოცანას ისახავდა მიზნად, მათ შორის, ამას არა მარტო ჩვენ, არამედ ღონისძიების უცხოელი მონაწილეებიც აღნიშნავდნენ, ანტიმართლმადიდებლურ და ანტირუსულ მიზნებს“,-განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, სხდომის მონაწილეებმა მომხდარი განიხილეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის სისუსტეა, მესამე, გარე ძალების ჩარევის საფრთხე, ასევე რადიკალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებიც ხელისუფლების შერყევას ცდილობენ, მათ შორის სასულიერო ფასეულობების დემონტაჟსაც.

„აღვნიშნეთ ყველა პარლამენტარის მხრიდან მნიშვნელოვანი სოლიდარობა, რომლებმაც როგორც განცხადებით დაუჭირეს რუსეთს მხარი, ასევე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თბილისის დატოვება გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ გადატრიალების და პარლამენტის დაკავების ავტორების ამოცანა რუსული დელეგაციის გაძევება იყო. ის რომ დანარჩენებმა რუსეთს მხარი დაუჭირეს ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობის და სოლიდარობის მაღალი ხარისხია“, – განაცხადა გავრილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები