კახა კალაძე: იყო ალბათობა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო, რაც მხოლოდ ოპონენტების წისქვილზე დაასხამდა წყალს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გუნდში მსჯელობისას იყო საშიშროება, რომ უმრავლესობა დაშლილიყო, რაც მისივე განცხადებით, ოპონენტების წისქვილზე დაასხამდა წყალს.

“მოლოდინი იყო რომ ახალი საარჩევნო სისტემას მივიღებდით, მაგრამ ვერ მივიღეთ. გუნდში გვქონდა სერიოზული პრობლემა, არ მოვერიდები ამაზე საუბარს იყო ალბათობა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო და ეს მხოლოდ ოპონენტების წისქვილზე დაასხამდა წყალს.ახლა ამის საფრთხე არ არის. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავისუფალ კენჭისყრაზე დაყენებულიყო ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა კახა კალაძე.

​მისივე თქმით, ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, ტყუილია.

კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მოვემზადოთ არსებული სისტემით არჩევნებისთვის. როგორც მან აღნიშნა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემაა.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები