იაგო ხვიჩია: ის, რომ ოპოზიციაში ნაგავი არსებობს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ ქვეყნის მომავალზე

პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, „გირჩი“ ემზადებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის „ქართულ ოცნებასთანაც“. მაგრამ, გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ბოლო პერიოდის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ყველაზე მეტად აწყობს ჩვენს მტერს, რუსეთს.

„ბიძინა ივანიშვილმა დადო სიტყვა ქართველი ხალხის წინაშე და ეს სიტყვა დაირღვა. ახლა მიმდინარეობს პროცესი – ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ჩვენ, „გირჩი“ ვემზადებოდით პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის „ქართულ ოცნებასთანაც“. მაგრამ, გუშინდელმა დღემ აჩვენა ის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეუძლებელია. ყველა იტყუება.

ახლა ოპოზიციურმა ძალებმა ერთნამეთთან თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე დავადგინოთ, რა ხდება არჩევნების შემდეგ . ყველანაირ არჩევნებს წააგებს ბიძინა ივანიშვილი, თუ ოპოზიციას სწორი სტრატეგია ექნება – ჩვენ ვარკვევთ, ვინ არის მართლა ოპოზიცია; ვამბობთ, რომ მართლა ოპოზიცია ერთმანეთს ხელს არ უშლის არჩევნების მოგებაში. თუ ოპოზიცია თანხმდება ერთიანი თამაშის წესებზე ბიძინა ივანიშვილი იღებს ერთიან კანდიდატს მისი კანდიდატის წინააღმდეგ ოპოზიციაში.
გუშინ ივანიშვილმა დაკარგა ინგლისურად მოლაპარაკე ბოლო დეპუტატები. ამაში მარტო ლაპარაკის უნარს კი არ ვგულისხმობ , ვგულისხმობ იმას, რომ ესენი იყვნენ ადამიანები რომლებიც მაინც მეტ-ნაკლებად ასოცირდებოდნენ დასავლეთთან , ვიდრე რუსეთთან.
ბოლო პერიოდის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ყველაზე მეტად აწყობს ჩვენს მტერს, რუსეთს. თუ ვინმეს არ აწყობდა ამ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე, ეს რუსეთი იყო.
ეს ქვეყანა გადასარჩენია, პროპორციული არჩევნები იყო ამის საშუალება , ახლა ეს წაგვართვეს, ახლა ეცდებიან ტროლების და ბოტების მეშვეობით მთელი ოპოზიცია გადაკიდონ , ოპოზიციიდან ნაგავი ამოქექონ , ეს ნაგავი ოპოზიციაში არსებობს, ნაგავი არსებობს ხელისუფლებაშიც, მაგრამ ის, რომ ოპოზიციაში ნაგავი არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ ქვეყნის მომავალზე „- განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები