არჩილ თალაკვაძე: ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და მომავალზე პასუხისმგებლობას ავიღებთ

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება აუცილებლად მოიკრებს ძალას და მომავალზე პასუხისმგებლობას აიღებს.

“მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს!

მე, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები